ემბისის კულტურა და მისია
ჩვენ ვქმნით პასუხისმგებლობაზე, მუდმივ განვითარებასა და საღ აზრზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას. ვაფასებთ ინიციატივას, კითხვების დასმისა და უკეთესი გზების ძიების უნარს, თანამშრომლობისა და ცვლილებებისთვის მზაობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროცესის, გადაწყვეტილებისა და პროდუქტის მიღმა დავინახოთ კონკრეტული ადამიანი და მისი რეალური საჭიროება.
ბრენდის იდეა „გადაიაზრე“ მხოლოდ მომხმარებლისთვის მიცემული დაპირება არ არის, ეს ემბისის შიდა კულტურისა და ყოველდღიური მუშაობის პრინციპია.
გადავაიაზროთ, როგორ ვმუშაობთ ერთად, როგორ ვურთიერთობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ვქმნით პროდუქტს თუ სხვა ღირებულებას ადამიანებისათვის.
ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ფინანსური ორგანიზაციის პროფესიონალიზმი და ადამიანური დამოკიდებულება, ტექნოლოგიურობა და სიმარტივე, ბიზნესის განვითარება და ადამიანებისათვის შექმნილი რეალური ღირებულება.
გადაიაზრე საბანკო ურთიერთობა!