საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანაბრები

ანაბრები

შენ აგროვებ. ჩვენ ვზრდით

ვადიანი ანაბარი

ხშირად დანაზოგს ვქმნით ერთი მიზნით, რომ თავი უფრო დაცულად ვიგრძნოთ. ანაბრის გახსნა საკმარისი არ არის - ნამდვილი სიმშვიდე სწორ არჩევანს მოაქვს.

გადაიაზრეთ, რა შეუძლია თქვენს დანაზოგს - ვადიან ანაბარზე ემბისი გთავაზობთ რეალურად ყველაზე მაღალ სარგებელს ბაზარზე - ეფექტური ლარში 13.9%-მდე, აშშ დოლარში 6.7%-მდე, ევროში 4%-მდე.

მოარგეთ ანაბრის ვადა თქვენს მიზნებს, აირჩიეთ სარგებლის გატანის სასურველი სიხშირე და ისარგებლეთ პროდუქტით, რომელიც სრულად დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
მეტი სარგებელი. მეტი სიმშვიდე. მეტი საღი აზრი.

ვადიანი ანაბარი

ზრდადი ანაბარი

ემბისიში ანაბრის გახსნისას არ გიწევთ არჩევანის გაკეთება ბაზარზე ყველაზე მაღალ სარგებელს, უსაფრთხოებასა და თანხის დამატების უფლებას შორის. ჩვენი ზრდადი-ვადიანი ანაბარი ყველა ჩამოთვლილ უპირატესობას აერთიანებს და თარიღების მხრივაც მაქსიმალურად მოქნილია.

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარსა და ევროში - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ემბისისთან ერთად დაზოგვის პროცესი მარტივი და მომგებიანია - ლარში ეფექტური 13.4%-მდე, აშშ დოლარში 6.5%-მდე, ევროში 3.7%-მდე.

ემბისიში განთავსებული ანაბრები კანონმდებლობით დადგენილი დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში სრულად არის დაზღვეული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ.
შენ აგროვებ. ჩვენ ვზრდით.

ზრდადი ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბარი

იმისათვის, რომ თქვენმა ფულმა მუდმივად იმუშაოს, სულაც არ არის საჭირო მასზე წვდომის შეზღუდვა.

ემბისის მოთხოვნამდე ანაბარი გაძლევთ სრულ ფინანსურ თავისუფლებას - დააგროვოთ და მიიღოთ მაღალი სარგებელი ისე, რომ შეძლოთ თანხის შეტანა და გატანა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ფული უბრალოდ არ უნდა ინახებოდეს. ის უნდა მუშაობდეს.

მოთხოვნამდე ანაბარი

რატომ უნდა გახსნათ ანაბარი ემბისიში

შეადარეთ პირობები, გადაიაზრეთ და აირჩიეთ უკეთესი ანაბარი

01

რეალურად მაღალი სარგებელი

ემბისი გეხმარებათ, დანაზოგი უბრალოდ კი არ შეინახოთ - შემოსავლის წყაროდ აქციოთ და მიიღოთ ბაზარზე რეალურად ყველაზე მაღალი სარგებელი.

02

გარანტირებულად დაცული

მიკრობანკში განთავსებული ანაბრები, 50,000 ლარის ფარგლებში, სრულად არის დაზღვეული დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.

03

მოქნილი პირობები

შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ თქვენი ფინანსური გეგმების შესაბამისი ანაბრის ტიპი, ვალუტა, განთავსების ვადა და სარგებლის გატანის პერიოდულობა.

04

დაზოგვის ახალი სტანდარტი

მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ სარგებელს, სრულ დაზღვევას, მოქნილ ვადებს და პარალელურად, თანხის ნებისმიერ დროს დამატების უფლებას.

ხშირად დასმული კითხვები


2024 წლის 5 დეკემბრიდან მიკრობანკი მონაწილეობს "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge