საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ

სს მიკრობანკი „ემბისი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ მიკრობანკს.

სს მიკრობანკი „ემბისის“  საიდენტიფიკაციოკოდია: 404967078

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2

ჩვენს შესახებ მეტი იხილეთ ვებგვერდზე: https://mbcbank.ge/

ჩვენ, ვაცხადებთ, რომ:

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;

  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;

  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ ინფორმაციას ყველა იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. ასევე, გაგაცნობთ, თუ როგორ გიცავთ კანონი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს მიკრობანკი თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

ჩვენი მიზანია, ასევე, გაგაცნოთ, თუ როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR/UK GDPR) შესაბამისად.

როგორ გიცავთ კანონი

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით (GDPR//UK GDPR). თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა იხილეთ ბმულზე.