საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი

ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შეძენა, აშენება ან კაპიტალური რემონტი ბევრად მარტივია, როცა გვერდით ისეთი ფინანსური პარტნიორი გყავთ, რომელიც გიცნობთ და თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. ემბისიში გაქვთ შესაძლებლობა მოითხოვოთ 300,000 ლარამდე იპოთეკური სესხი, 120 თვემდე ვადით. ჩვენი მიდგომა სრულად არის ორიენტირებული სწრაფ, ნაკლებად ბიუროკრატიულ და ადამიანურ პროცედურებზე, ხოლო დაფინანსება განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.

ბევრი ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხი სირთულეა. მაგრამ ხშირად სირთულე მხოლოდ აღქმაშია. გადაიაზრეთ და სცადეთ ემბისიში.

იპოთეკური სესხი

როგორ ხდება ემბისიში იპოთეკური სესხის აღება

01

სწრაფი პროცედურა

თქვენი დრო ჩვენთვის ღირებულია. განაცხადის დამუშავებას და განხილვას საშუალოდ მხოლოდ 2-3 სამუშაო დღე სჭირდება.

02

საკრედიტო ისტორია

ემბისი ინდივიდუალურად, საღი აზრით განიხილავს სხვადასხვა საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს.

03

შემოსავალი

ვითვალისწინებთ სხვადასხვა ტიპის სტაბილურ შემოსავალს - იქნება ეს ხელფასი, ბიზნეს შემოსავლები, გზავნილი, იჯარა თუ სხვა.

04

მარტივი პირობები

სესხის მისაღებად არ მოითხოვება უძრავი ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევა თუ სხვა ზედმეტი დოკუმენტაცია.

იპოთეკური სესხის პირობები

  • სესხის თანხა: 300,000 ლარამდე

  • სესხის ვადა: 120 თვემდე

  • ვალუტა: ლარი

  • უზრუნველყოფა: უძრავი ქონება

  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 20,21%-დან

იპოთეკური სესხი