გადაიაზრე კარიერა - გახდი ემბისელი
ვაკანსიები
ემბისის კულტურა და მისია
ჩვენ ვქმნით პასუხისმგებლობაზე, მუდმივ განვითარებასა და საღ აზრზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას. ვაფასებთ ინიციატივას, კითხვების დასმისა და უკეთესი გზების ძიების უნარს, თანამშრომლობისა და ცვლილებებისთვის მზაობას.
სტაჟირება ემბისიში
ემბისის სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კარიერის წარმატებით დაწყების შესაძლებლობაა.
ჩვენთან სტაჟირება ანაზღაურებადია. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც მიკრობანკის სათავო ოფისში, ასევე მომსახურების ცენტრებში - თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც კარგი შესაძლებლობაა კანდიდატებისთვის პროფესიული გამოცდილება მათთვის სასურველ ლოკაციაზე მიიღონ.
სტაჟირების პროგრამის მიზანი მხოლოდ პირველი სამუშაო გამოცდილების მიღება არ არის. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ კარიერა ემბისიში.
ისწავლე რეალურ სამუშაო გარემოში
განივითარე უნარები პროფესიონალებთან ერთად
გააგრძელე კარიერა ემბისის გუნდში
როგორ მოხვდები ჩვენთან
შეარჩიე სასურველი ვაკანსია
ჩვენს გვერდზე გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს, აირჩიე სასურველი პოზიცია და გამოგვიგზავნე რეზიუმე.
გაიარე შერჩევის პროცესი
შერჩევის ეტაპები პოზიციის მიხედვით იცვლება და შეიძლება მოიცავდეს გასაუბრებას, ტესტირებას ან დამატებით შეფასებას.
გახდი ემბისელი
ჩვენ გიქმნით გარემოს, სადაც შეძლებ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პროფესიულად განვითარებას.
