საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავების განმხილველი კომისია

დავების განმხილველი კომისია არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დამოუკიდებელი ორგანო და განიხილავს დავებს, რომლებიც უკავშირდება: (ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან; (ბ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან; და (გ) მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს.

თუ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მიკრობანკი უპასუხოდ დატოვებს, არ დააკმაყოფილებს ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებულ ბანკისთვის წარდგენილ მომხმარებლის საჩივარს, მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას.

მომხმარებელმა კომისიას უნდა მიმართოს მიკრობანკისათვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში. კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

კომისიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს