კმაყოფილი მომხმარებელი
ემბისი დღეს

"გადაიაზრე" - არის ემბისის მთავარი იდეა და მოწოდება მათთვის, ვისაც სურს ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოს საღი აზრით, მეტად გააზრებულად და თავდაჯერებულად.
ჩვენ მოგიწოდებთ გადახედოთ არსებულ შეხედულებებს, შეადაროთ პირობები, დაფიქრდეთ საკუთარ შესაძლებლობებზე და აირჩიოთ თქვენს მიზნებზე მორგებული საუკეთესო ფინანსური გზა.
ემბისის ბრენდი ასახავს ამბიციას გახდეს ფინანსური პარტნიორი მათთვის, ვინც მუდმივად ეძებს საინტერესო, უკეთეს გადაწყვეტილებებს, აფასებს პროგრესს და მზად არის შესაძლებლობებს და საკუთარ აქტივებს ახალი თვალით შეხედოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტის როლი მხოლოდ მომსახურების მიწოდებით არ შემოიფარგლება - მისი ამოცანაა, დაეხმაროს ადამიანებს უკეთესი მომავლის დაგეგმვასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
ემბისის მიზანია გახდეს ისეთი მიკრობანკი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად და ეფექტიანად უპასუხებს მცირე და საშუალო ბიზნესის, მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ეძებენ მოქნილ, თანამედროვე და მათზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ამბიციაა შექმნას ფინანსური ეკოსისტემა, სადაც მომსახურება იქნება უფრო მარტივი, პირობები - უფრო გამჭვირვალე, ხოლო ურთიერთობა - უფრო ადამიანური. სწორედ ამ ხედვას გამოხატავს ემბისის ბრენდის მთავარი დაპირება: მარტივად. გამჭვირვალედ. ადამიანურად.
ემბისი დღეს
გლობალური პარტნიორი
დაფინანსებული ბიზნესი
თანაგუნდელი