პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ?
სს მიკრობანკი „ემბისი“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მიკრობანკი. საიდენტიფიკაციო კოდი: 404967078
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68,
სართული N1, საოფისე ფართი N2
ვებ-გვერდი: https://mbcbank.ge
შესავალი
სს მიკრობანკი „ემბისი“ (შემდგომში „ბანკი“) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ პოლიტიკის (შემდგომში „პოლიტიკა“) მიზანია გაგაცნოთ, თუ რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს თქვენზე ბანკი, როგორ ხდება მონაცემების დამუშავება და მათი გამოყენება, რა ვადით ინახება თქვენი მონაცემები და რა უფლებებით სარგებლობთ თქვენ.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ ბანკის კლიენტებზე, არამედ, ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით დაინტერესებულ პირებზეც.
როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება
თქვენთან ურთიერთობის დასამყარებლად ბანკი თავდაპირველად თქვენს პერსონალურ მონაცემებს აგროვებს.
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც:
ჩვენი პროდუქტით/სერვისით სარგებლობისთვის ავსებთ განაცხადს (მათ შორის, ონლაინ);
იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს ან/და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს;
ხდებით ჩვენი კლიენტი;
გვიკავშირდებით ქოლ-ცენტრში ან მოგვმართავთ ადგილზე;
გვიგზავნით წერილს ელ.ფოსტის ან ფოსტის მეშვეობით;
ახორციელებთ ტრანზაქციებს;
სარგებლობთ ბანკის მომსახურებით;
თქვენს შესახებ ინფორმაციას ასევე ვაგროვებთ საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და, საჭიროების შემთხვევაში თქვენი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი სრულად დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში „კანონი“).
კანონის შესაბამისად, ბანკი თქვენს მონაცემებს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით და წინასწარ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ამუშავებს.
სამართლებრივი საფუძველი | ლეგიტიმური მიზანი |
|---|---|
თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე | თქვენთან სახელშეკრულებო (საქმიანი) ურთიერთობის დამყარება |
თქვენი განცხადების განხილვა (თქვენთვის მომსახურების გასაწევად) | ჩვენი პროდუქტების/მომსახურების ხარისხის მართვა და გაუმჯობესება |
თქვენთან გარიგების დადება ან/და გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება | თქვენ მიერ გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება და მართვა, მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხის ამოღება |
მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით | ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღება |
მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად | მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განსახორციელება |
კანონის შესაბამისად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემი თქვენ გახადეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი | თქვენთვის აქციების შეთავაზება |
მონაცემის დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად | პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების/განვითარების მიზნით, სისტემის ტესტირება |
მონაცემის დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად (მათ შორის და არა მხოლოდ, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, მართლმსაჯულების განსახორციელებლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) | ფინანსური დანაშაულის გამოვლენა, გამოძიება, ანგარიშგება და პრევენცია |
ჩვენი/მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს თქვენი უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი) | ჩვენთვის კანონით დაკისრებული რეგულატორული მოთხოვნების შესრულება |
თქვენი საჩივრის/პრეტენზიის ყოველმხრივ მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება | |
ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის დაგეგმვა, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა | |
ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გაუმჯობესება და თქვენს საჭიროებებზე მორგება | |
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნები |
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ
წინამდებარე ცხრილი ასახავს პერსონალური მონაცემების კატეგორიებს, რომელსაც ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ვაგროვებთ და ვამუშავებთ.
პერსონალური მონაცემის კატეგორია | აღწერა |
|---|---|
საიდენტიფიკაციო მონაცემები | სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტობრივი), ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში და სხვა |
ფინანსური | თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი, ფინანსური საქმიანობის ისტორია და ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ |
საკონტაქტო ინფორმაცია | იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა) |
სოციო-დემოგრაფიული | დეტალური ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის ან პროფესიის შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია თქვენი მოქალაქეობის, განათლების, სოციალური თუ ეკონომიკური კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ |
მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად | მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განსახორციელება |
ტრანზაქციასთან დაკავშირებული | დეტალური ინფორმაცია თქვენ მიერ წარმოებული გადახდების/გადარიცხვების შესახებ |
სახელშეკრულებო | დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციური | მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მიკრობანკმა მოიპოვოს მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც თქვენი ბარათის საშუალებით ახორციელებთ საბანკო ოპერაციებს |
ქცევითი | ჩვენ მიერ, თქვენს შესახებ ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები, თქვენი ქცევითი მახასიათებლების შესახებ, მათ შორის დეტალური ინფორმაცია თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს, მომსახურებას და ა.შ. |
ტექნოლოგიური | ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ (IP მისამართი, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა) |
საკომუნიკაციო | ინფორმაცია, რომელსაც მიკრობანკი მოიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან კლიენტსა და მიკრობანკს შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით |
სოციალური ურთიერთობები | ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები), საკონტაქტო პირების შესახებ და სხვა |
დოკუმენტური მონაცემები | სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები |
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები | „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე ან კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ შემთხვევებში. ჩვენ მიერ დასამუშავებელ/დამუშავებულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება მონაცემი, რომელიც უკავშირდება თქვენს: · ჯანმრთელობას; · ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში; · მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას; · ბიომეტრიულ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში). |
რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგი 15 წლის განმავლობაში. ამ ვადით პერსონალური მონაცემების შენახვის მიზეზია:
მომავალში თქვენი პრეტენზიის/სარჩელის განხილვა;
ჩვენთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებულ თქვენს მონაცემებს, ვინახავთ მანამდე სანამ არ მოახდენთ ამ თანხმობის უკან გამოხმობას, რაც ემსახურება შემდეგ მიზანს:
თქვენზე მორგებულ შეთავაზებებზე ინფორმაციის მოწოდება.
შენახვის ვადის განმავლობაში ბანკი უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.
თქვენი უფლებები
უფლება | აღწერა |
|---|---|
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება | თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ და მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, უსასყიდლოდ მიიღოთ თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის, მიზნის, შეგროვების/მოპოვების წყაროს, შენახვის ვადის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. |
მონაცემების გაცნობა და ასლის მიღება | თქვენ შეგიძლიათ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებით, გაეცნოთ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლი. |
მონაცემების გაცნობა და ასლის მიღება | თქვენ შეგიძლიათ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებით, გაეცნოთ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლი. |
მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება | თქვენ შეგიძლიათ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებით, ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ბანკი, თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს მონაცემების გასწორებას, განახლებას ან/და შევსებას და ამის შესახებ გაცნობებთ. |
მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება | თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გაცნობებთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების ან მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, ან წაშლაზე/განადგურებაზე დასაბუთებული უარის შესახებ განმარტებას და გასაჩივრების წესს. |
მონაცემების დაბლოკვა | თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: · მონაცემების ნამდვილობა ან სიზუსტე სადავოა; · მონაცემები უკანონოდ მუშავდება თუმცა არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მათ დაბლოკვას; · მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა ისინი, გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად, მათ შორის მტკიცებულებად გამოყენების მიზნით. თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გაცნობებთ მონაცემების დაბლოკვის ან დაბლოკვაზე დასაბუთებული უარის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში: · თქვენი თანხმობით; · სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად; · ბანკის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად; · კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად. |
მონაცემების გადატანა | თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების სტრუქტურიზებული მანქანურად წაკითხვადი ფორმატით („CD“ დისკზე, ელექტრონული ფორმით) მიღება. |
უფლებების დარღვევა | თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ, კანონით დადგენილი წესით, მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და/ან სასამართლოს. |
პირდაპირი მარკეტინგი
თქვენი თანხმობის საფუძველზე, ბანკი, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) ამუშავებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რაც გულისხმობს თქვენზე მორგებული რეკლამების/შეთავაზებების, პროდუქტების/სერვისების, მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის თქვენთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან/და სატელეფონო ზარით მოწოდებას.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ პირდაპირ მარკეტინგის მიზნით, თქვენი მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა ელ. ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის (nopm@mbc.com.ge), ცხელ ხაზზე დარეკვის (+995 32 2 50 50 02), ონლაინ ჩათში მომართვის ან ნებისმიერ მომსახურების ცენტრში მომართვის გზით. ასევე, ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე კონკრეტული რეკლამის/შეთავაზების მიღებისას უარის თქმის მექანიზმის (NOSMS) გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში, ბანკი არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებას.
მესამე პირებისგან პერსონალური მონაცემების მიიღება
საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის ბანკი, თქვენი თანხმობის საფუძველზე, ინფორმაციას იღებს:
1. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან:
საკრედიტო ისტორია;
საკრედიტო რეიტინგი.
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან:
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე და ბინადრობის მოწმობაზე დატანილი ინფორმაცია დაფოტოსურათი.
მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა
თქვენთან გარიგების დასადებად ან/და ჩვენთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების/მოვალეობების შესასრულებლად, შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა.
მესამე პირი | სამართლებრივი საფუძველი | ლეგიტიმური მიზანი |
|---|---|---|
სამართალდამცავი ორგანოები | ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა | დანაშაულის პრევენცია; სასჯელაღსრულების განხორციელება; საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა. |
აუდიტორული კომპანია | ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა | აუდიტორული შემოწმება |
საქართველოს ეროვნული ბანკი | ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა | კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა; მარეგულირებლის მოთხოვნა. |
მესამე მხარისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა
შესაძლოა, ჩვენთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად, მესამე მხარეს გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლის მიზანია:
საქმიანობის უკეთ განხორციელება;
კლიენტებისთვის და ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გამარტივებულად და სრულყოფილად მიწოდება;
საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
თანხმობის უკან გამოთხოვა
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლად თქვენი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ აღნიშნული თანხმობა უკან გამოითხოვოთ ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
თანხმობის უკან გამოთხოვის შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენგან ვერ მიიღოთ სრულყოფილი მომსახურება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე.
კონტაქტი
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების რეალიზებისთვის და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
თქვენთვის სასურველ მომსახურების ცენტრში, 10:00-დან 18:00 საათამდე;
დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 საათამდე და შაბათს 10:00-14:00 საათამდე პერიოდში: (+995 32) 2 50 50 02;
მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: info@mbc.com.ge;
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს
ნათია ალანია
ტელ.: 598 775 189
ელ.ფოსტა: PersonalOfficer@mbc.com.ge