საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნეს ანაბრები და ინვესტიცია

ბიზნეს ანაბრები და ინვესტიცია

თქვენს ბიზნეს დანაზოგს მეტი შეუძლია

ზრდადი ანაბარი

ემბისი განსაკუთრებით ზრუნავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებზე - ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია.

სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა ზრდადი ვადიანი ანაბარი - პროდუქტი, რომელიც ბიზნესს ფიზიკური პირების ტოლფას მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, რაც დღეს ბაზარზე სრულიად უპრეცედენტო შეთავაზებაა. ეფექტური 13.4%-მდე ლარში, 6.5%-მდე აშშ დოლარში და 3.7%-მდე ევროში - ამასთან, ანაბარს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაამატოთ თანხა, რაც დანაზოგს კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

ემბისიში განთავსებული ანაბრები კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სრულად არის დაზღვეული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ. ამასთან, ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მიკრობანკია და დეპოზიტების კუთხით ყველა იმ მკაცრ რეგულაციასა და სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც საქართველოში მოქმედი მსხვილი ბანკებისთვისაა დადგენილი.
გადაიაზრეთ - თქვენი ბიზნესის დანაზოგი შეიძლება მეტს აკეთებდეს!

ზრდადი ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბარი

რადგან ნებისმიერი წარმატებული კომპანიის საფუძველი თავისუფალი სახსრების ეფექტიანი განკარგვაა, მნიშვნელოვანია, თქვენი ბიზნესის კაპიტალი უმოქმედოდ არ გაჩერდეს.

განათავსეთ ბიზნესის დანაზოგი უსაფრთხოდ და მიიღეთ სტაბილური შემოსავალი თქვენზე მორგებული პირობებით - შეიტანეთ ან გაიტანეთ თანხა ნებისმიერ დროს და პარალელურად მიიღეთ რეალურად მაღალი სარგებელი.

მოთხოვნამდე ანაბარი

რატომ უნდა აირჩიოთ ემბისი ბიზნეს პარტნიორად

01

რეალური სარგებელი

ემბისი გეხმარებათ ბიზნესის თავისუფალი კაპიტალი შემოსავლის წყაროდ აქციოთ და მიიღოთ ბაზარზე რეალურად ყველაზე მაღალი სარგებელი.

02

გარანტირებულად დაცული

ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მიკრობანკია და დეპოზიტების მიმართულებით ყველა იმ მკაცრ რეგულაციას აკმაყოფილებს, რასაც მსხვილი კომერციული ბანკები.

03

მაღალი სანდოობა

ემბისი იმ მცირერიცხოვან ქართულ საფინანსო ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებიც საერთაშორისო კაპიტალზე წვდომით სარგებლობენ. ამასთან, კომპანიის ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია.

04

დაზოგვის სტანდარტი

თქვენი ბიზნესი იღებს მაქსიმალურ სარგებელს, მოქნილ ვადებს, თანხის ნებისმიერ დროს დამატების უფლებას - გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სანდო ბიზნეს პარტნიორს.

ხშირად დასმული კითხვები


2024 წლის 5 დეკემბრიდან მიკრობანკი მონაწილეობს "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge