საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნეს სესხები

ბიზნეს სესხები

თუ თქვენი გზა ბიზნესის განვითარებაა

ბიზნეს სესხი

ემბისის ბიზნეს სესხი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი. 20,000 ლარამდე სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე, უძრავი ქონების უზრუნველყოფით კი გაიცემა 300,000 ლარამდე დაფინანსება.

ჩვენი მიზანია, ნაკლები ბიუროკრატიითა და მინიმალურ დროში შემოგთავაზოთ მაღალი საბანკო სტანდარტის, სანდო და ხარისხიანი ფინანსური მომსახურება.

თუ თანხა გჭირდებათ ახალი ობიექტის გასახსნელად, სერვისის დასანერგად, სამუშაო სივრცის განახლება-გაფართოებისთვის, ნედლეულისა და მარაგების შესასყიდად, ტექნიკის განახლების, მარკეტინგის, გადაუდებელი ხარჯების დაფარვისა თუ მიმდინარე სესხების ერთ, უფრო მოქნილ გრაფიკში გაერთიანებისთვის - ემბისი დაგაფინანსებთ სწრაფად და მარტივად.

ბიზნეს სესხი

თვითდასაქმებულებისთვის

თუ ხართ თვითდასაქმებული და თანხა საქმიანობის განვითარებისთვის გჭირდებათ, ემბისი გთავაზობთ ბიზნეს სესხს - უზრუნველყოფის გარეშე 20,000 ლარამდე დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი, ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში სესხის ლიმიტი 300,000 ლარს აღწევს.

გჭირდება პროფესიული აღჭურვილობის განახლება, მარაგების შევსება, სამუშაო სივრცის მოწყობა, საკუთარი შემოქმედების ახალ ეტაპზე გადაყვანა ან ფინანსური ვალდებულებების გაერთიანება - ჩვენ დაგაფინანსებთ სწრაფად და ნაკლები ბიუროკრატიით.
როცა პროცესი მარტივია, გადაწყვეტილებაც სწრაფია.

თვითდასაქმებულებისთვის

აგრო სესხი

აგრო სესხი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის სოფლის მეურნეობისთვის და სრულად ითვალისწინებს თქვენი საქმიანობის სეზონურობას.

ემბისიში აგრო სესხის დაფარვის გრაფიკი მაქსიმალურად მოქნილია. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 11 თვემდე საშეღავათო პერიოდით და გადახდები ზუსტად მოარგოთ მოსავლის აღებისა თუ რეალიზაციის პერიოდს.

20,000 ლარამდე სესხს უზრუნველყოფის გარეშე მიიღებთ, უძრავი ქონების უზრუნველყოფისას კი დაფინანსება 300,000 ლარამდე იზრდება.

იქნება ეს დამატებითი მიწის ნაკვეთის შეძენა, ტექნიკის განახლება, ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობა თუ სეზონური ხარჯების დაფარვა - დაფინანსებას მარტივად, გრძელი პროცედურებისა და გაუგებარი პირობების გარეშე მიიღებთ.

აგრო სესხი

როგორ ხდება ემბისიში ბიზნეს სესხების აღება

სესხის მოთხოვნის პროცესი ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავს.

01

შეავსეთ განაცხადი

საკრედიტო შესაძლებლობების გადამოწმება შეგიძლიათ უახლოეს მომსახურების ცენტრში ან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

02

შეფასება და საქმიანობის ანალიზი

ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენი ბიზნესის საჭიროებებს და მასზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებთ.

03

მიიღეთ პასუხი

უზრუნველყოფილ სესხზე 2-3 სამუშაო დღეში, ხოლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე - რამდენიმე საათში შეგატყობინებთ პასუხს.

04

დამტკიცებული სესხის მიღება

დამტკიცებული თანხა ჩაგერიცხებათ ემბისის ანგარიშზე ან, სურვილისამებრ, განაღდებას პირდაპირ ჩვენს სალაროებში შეძლებთ.

ხშირად დასმული კითხვები