როგორ დაეხმარა ემბისის ბიზნეს სესხი „ოქსიგენიას“ სააგარაკე კომპლექსის იდეის განხორციელებაში
23 ოქტომბერი, 2026

თბილისიდან სულ რაღაც 35 წუთის სავალზე, 34 ჰექტარზე გაშენებული „ოქსიგენია“ - სააგარაკე კომპლექსია, რომელიც უნიკალურ ლანდშაფტსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსის კონცეფცია ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ტყესთან სიახლოვეს, კომფორტული დასვენებისა და ცხოვრებისთვის საჭირო გარემოს შექმნას ეფუძნება.
ტერიტორიაზე 25 000-ზე მეტი პაულონიის ხეა დარგული და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სივრცეს აერთიანებს, მათ შორის ხელოვნურ ტბებს, ბულვარს, საცურაო აუზსა და პადელის მოედანს, რაც მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტია.
“ჩვენი მიზანი იყო თბილისიდან 35 წუთში, ტყესთან სიახლოვეს შეგვქმნა სივრცე კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობით,” - აღნიშნავს ოქსიგენიას წარმომადგენელი.
როცა ამხელა მასშტაბის პროექტს იწყებ, მთავარი გამოწვევა სამუშაოების სწრაფად და უწყვეტად განხორციელება ხდება.

ოქსიგენიას გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანამ მომავალი მაცხოვრებლები სახლების მშენებლობას დაიწყებდნენ, ტერიტორიას უკვე გამართული სახე ჰქონოდა - მოწესრიგებული შიდა გზებით, ღობეებითა და საჭირო კომუნიკაციებით. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი სანდო ფინანსური პარტნიორი სჭირდებოდათ, რომელიც კომპანიის საჭიროებებს გადაიაზრებდა და სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელებაში მხარს დაუჭერდათ.
სწორედ ამ პროცესში გახდა ოქსიგენიას პარტნიორი მიკრობანკი ემბისი.
“მიკრობანკი ემბისის ბიზნეს სესხით შევძელით ჩვენი გეგმები რეალურ შედეგად გვექცია - მოვაწესრიგეთ შიდა გზა, მოვაწყვეთ ღობეები მომავალი მაცხოვრებლებისთვის, გავმართეთ ჭაბურღილი უწყვეტი წყალმომარაგებისთვის და პროექტი საბოლოო სახემდე მივიყვანეთ.”
ოქსიგენიას წარმომადგენლის თქმით, ემბისისთან ურთიერთობა თავიდანვე გამჭვირვალე და ადამიანური იყო, რამაც გუნდს საშუალება მისცა, დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დაესრულებინათ.
“როცა ბანკს ესმის შენი ბიზნესი, გეგმების განხორციელებაც უფრო მარტივია. დღეს ოქსიგენიას აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტია.”

ბიზნესის განვითარებას ყოველთვის ახლავს თავისი გამოწვევები. მნიშვნელოვანია, ამ გზაზე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღო, მიზანს უერთგულო და რაც მთავარია, ისეთი ფინანსური პარტნიორი აირჩიო, რომელსაც ესმის შენი ხედვის და საჭირო დროს შენს გვერდით დგას.
ამ მიმართულებით, მიკრობანკი ემბისი გთავაზობთ ბიზნეს სესხის მოქნილ პირობებს, რომლებიც მორგებულია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე. შესაძლებელია როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხის აღება. ამასთანავე, ემბისიში ვითვალისწინებთ ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ხოლო პირობები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, რაც ბიზნესს აძლევს საშუალებას უკეთ დაგეგმოს ფულადი ნაკადები და მიიღოს გადაწყვეტილება საღი აზრით.
გადაიაზრე და გაიგე მეტი ემბისის ბიზნეს სესხზე.