აქცია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე
11 ნოემბერი, 2019

"ემბისი"-ში საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო. აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
პირობების თანახმად, მომხმარებელს, "ემბისი"-ს ნებისმიერ სერვისცენტრში, ყოველი მეოთხე გზავნილის განაღდების ან გაგზავნის შემთხვევაში, შეუძლია აირჩიოს საჩუქარი:
- ბრენდირებული ჭიქა
- რენდირებული ქოლგა
- მობილურზე სასაუბრო დრო
აქცია ძალაშია 2020 წლის 15 იანვრამდე.
აქციის პირობები:
- ერთ სამუშაო დღეს ერთი მომხმარებლის მიერ განხორციელებული რამდენიმე ფულადი გზავნილი ჩაითვლება ერთ გზავნილად;
- გზავნილის მინიმალური თანხა შეადგენს 300 ლარს, ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო, რუბლი);
- მომხმარებელი დასაჩუქრდება ყოველი მეოთხე გზავნილის განხორციელებისას;
- ერთ მომხმარებელს აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია რამდენჯერმე, მთავარია ყოველ ჯერზე შეასრულოს ოთხი გზავნილი.