საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სს მიკრობანკი “ემბისი“ სარგებლობს არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ნაწილის ნაადრევად გამოსყიდვის უფლებით

16 ნოემბერი, 2026

სს მიკრობანკი “ემბისი“ სარგებლობს არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ნაწილის ნაადრევად გამოსყიდვის უფლებით

სს მიკრობანკი “ემბისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404967078; შემდგომში „ემიტენტი“) აცხადებს, რომ ისარგებლა ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლებით, რომელიც გათვალისწინებული არის „ემიტენტის“ მიერ 2025 წლის 23 აპრილს გამოშვებული 30 მილიონი ლარის ღირებულების არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების (საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (ISIN): GE 2700605050) ემისიის პროსპექტის „ობლიგაციების პირობების“ მე-7 ნაწილის („ობლიგაციების განაღდება და გამოსყიდვა“) (ა) პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, „ემიტენტმა“ ნაადრევად გამოისყიდა 18,030,000.00 ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები, მათი გაუქმების მიზნით. ობლიგაციების გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი განისაზღვრა 2026 წლის 20 ოქტომბრით, ხოლო ანგარიშსწორების და გაუქმების თარიღი - 2026 წლის 23 ოქტომბრით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ:

სს მიკრობანკი ემბისი:   info@mbc.com.ge