სს მიკრობანკი ემბისი სარგებლობს არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ნაწილის ნაადრევად გამოსყიდვის უფლებით
20 ნოემბერი, 2026

სს მიკრობანკი “ემბისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404967078; შემდგომში „ემიტენტი“) აცხადებს, რომ ისარგებლა ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლებით, რომელიც გათვალისწინებული არის „ემიტენტის“ მიერ 2025 წლის 7 ოქტომბერს გამოშვებული 30 მილიონი ლარის ღირებულების არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების (საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (ISIN): GE 2700605209) ემისიის პროსპექტის „ობლიგაციების პირობების“ მე-7 ნაწილის („ობლიგაციების განაღდება და გამოსყიდვა“) (ა) პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, „ემიტენტმა“ ნაადრევად გამოისყიდა 17,100,000.00 ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები, მათი გაუქმების მიზნით. ობლიგაციების გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი განისაზღვრა 2026 წლის 18 ნოემბრით, ხოლო ანგარიშსწორების და გაუქმების თარიღი - 2026 წლის 20 ნოემბრით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ:
სს მიკრობანკი ემბისი: info@mbc.com.ge