ბიზნეს პროდუქტების განახლებული ნაკრები ემბისიში
10 ნოემბერი, 2026

ემბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძო მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს ბიზნეს სესხების განახლებულ ნაკრებს წარმოგიდგენთ. შეთავაზება აერთიანებს გაუმჯობესებულ საკრედიტო პირობებს, გაზრდილ ლიმიტებსა და გამარტივებულ პროცედურებს. ამასთან, მომხმარებლებს, რომელთაც მომსახურებას დისტანციურად გავუწევთ, შესაძლებლობა ექნებათ, სესხებზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით ისარგებლონ.
ახალი პროდუქტების შექმნისას გავითვალისწინეთ ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელთა მიხედვითაც მეწარმეები ფინანსურ პარტნიორს არჩევენ. მაგალითად, საჭირო თანხის მიღების შესაძლებლობა, მოქნილი მიდგომა, ხელსაყრელი პირობები და მარტივი პროცედურები, რომლებიც ზედმეტ დროს არ მოითხოვს.
განახლებული ბიზნეს პროდუქტების ნაკრები სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხია და ძირითად ფინანსურ პროდუქტებს აერთიანებს - ბიზნესსესხს, აგროსესხს, სესხს თვითდასაქმებულებისთვის და საკრედიტო ბარათს. პაკეტი მოიცავს როგორც არაუზრუნველყოფილ, ისე უძრავი ქონებითა და ავტომობილით უზრუნველყოფილ დაფინანსებას. ამასთან ერთად, ვზრდით დაკრედიტების მაქსიმალურ ზღვარს და სესხების გაცემას 500,000 ლარის ფარგლებში ვიწყებთ.
შეთავაზება გათვალისწინებულია როგორც მოქმედი ბიზნესების განვითარებისთვის, ისე მათთვის, ვინც საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავს - იქნება ეს საბრუნავი კაპიტალის შევსება, საწარმოს გაფართოება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება თუ სხვა ბიზნესსაჭიროება, მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტს და შეარჩიოს მის საქმიანობასა და შესაძლებლობებზე მორგებული დაფინანსება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თვითდასაქმებულ პირებს - მათ შორის შეიძლება იყვნენ ფერმერები, საოჯახო მეურნეობების მფლობელები, რეპეტიტორები, ხელოსნები თუ სხვა ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.
ახალი შეთავაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა დისტანციური მომსახურებაა. მიგვაჩნია, რომ მეწარმისთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ შესაძლებლობა გაქვთ, განაცხადი შეავსოთ და შესაბამისი პროცედურები დისტანციურად გაიაროთ, მომსახურების ცენტრში ვიზიტისთვის დროის დახარჯვის გარეშე. ამასთან, დისტანციური მომსახურების არჩევა ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელია - ასეთ შემთხვევაში სესხის მიღება რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეგიძლიათ. ამგვარად, არა მხოლოდ დროს დაზოგავთ, არამედ დაფინანსების ხარჯსაც შეამცირებთ.
გიორგი ღვალაძე, ემბისის კომერციული დირექტორი: „გვინდა, რომ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად დაფინანსებას ეძებენ, შეადარონ არსებული შეთავაზებები და ემბისიში აღმოაჩინონ მათთვის შესაფერისი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ფინანსური პარტნიორი, რომელსაც ესმის მომხმარებლის საჭიროებები, უფრთხილდება მის დროს და ეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში.“
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბაზრისთვის საინტერესო სიახლეების, ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას. მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლების საჭიროებებს და ვმუშაობთ ისეთი გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივს, ხელმისაწვდომსა და ხელსაყრელს გახდის - „სწორედ ეს არის ჩვენთვის საღი აზრი საბანკო მომსახურებაში - მარტივად, გამჭვირვალედ და ადამიანურად“ - აღნიშნავს ემბისის კომერციული დირექტორი, გიორგი ღვალაძე.
გაიგეთ მეტი ბიზნეს პროდუქტების შესახებ.