საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ემბისი"-მ SMS სერვისი დანერგა

30 ოქტომბერი, 2020

"ემბისი"-მ SMS სერვისი დანერგა

"ემბისი" მომხმარებლებს ახლა უკვე SMS სერვისით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს.

SMS სერვისის საშუალებით, კომპანიის მომხმარებლები შეძლებენ სწრაფად და მარტივად, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, მიიღონ საჭირო ინფორმაცია კომპანიის მომსახურებასთან, მათ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებთან თუ მისოს სიახლეებთან დაკავშირებით.

SMS სერვისი მომხმარებლებს მიაწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სესხზე ან/და საკრედიტო ბარათზე შემოსატანი თანხის შესახებ შეტყობინება;
  • სესხზე ან/და საკრედიტო ბარათზე არსებული ვადაგადაცილების შესახებ შეტყობინება;
  • მისოს სალაროდან ან დისტანციური არხების საშუალებით ნაღდი ფულის შეტანის შესახებ შეტყობინება;
  • მისოს სალაროდან ნაღდი ფულის გატანის შესახებ შეტყობინება;
  • მოზიდული სესხის სარგებლის შესახებ ინფორმაცია;
  • მოზიდული სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ შეტყობინება.

SMS სერვისი ავტომატურად აცნობებს მომხმარებლებს "ემბისი"-ს ნებისმიერი სიახლის, აქციის ან სხვა ცვლილების შესახებ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3kJtiky