საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ემბისი" მსოფლიო გარბენში

6 მაისი, 2019

"ემბისი" მსოფლიო გარბენში

ტრადიციისამებრ, "ემბისი"-ს თანამშრომლებმა წელსაც მიიღეს მონაწილეობა Wings For Life World Run-ში.

ემბისელებმა სტარტი 5 მაისს, ლოპოტას ხეობიდან - მსოფლიოს სხვა კონტინენტების მონაწილეებთან ერთად აიღეს. წელს მსოფლიო გარბენში კომპანიის 35-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ Wings For Life World Run ყოველწლიურად იმართება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მარათონში შეგროვილი თანხა მთლიანად ხმარდება ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.