საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ემბისი" Smart Campaign-ს შეუერთდა

3 ივლისი, 2017

"ემბისი" Smart Campaign-ს შეუერთდა

2017 წლის ივნისიდან, "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" Smart Campaign-ს - მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

Smart Campaign ერთგვარ გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით, 4700-ზე მეტ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ასოციაციას, ინვესტორსა თუ დონორს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს.

2008 წელს ჩამოყალიბებული კამპანიის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებლისთვის - როგორც ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალისთვის - გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურების შეთავაზება გახლავთ.

Smart Campaign-ის პრინციპების დაცვა, "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" პასუხისმგებლობიანი საბანკო დაფინანსების - ღირსეული და გონივრული ფინანსური მრჩევლის მოდელად აქცევს.

კომპანია უახლოეს მომავალში Smart Campaign-ის მომხმარებელთა დაცვის სერთიფიკატის მოპოვებასაც გეგმავს, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და მომხმარებელზე მორგებულს გახდის.