ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
27 ნოემბერი, 2026

ემბისის საოპერაციო დირექტორი ეთო ჩაჩიბაია, საბანკო სფეროში შეტანილი პროფესიული წვლილისა და გამორჩეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. ჯილდო მას ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ, ბანკირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა.
ეთო ჩაჩიბაია ემბისის გუნდის წევრი 2013 წლიდან არის და უზრუნველყოფს კომპანიის საოპერაციო საქმიანობის სტრატეგიულ მართვას. მისი პასუხისმგებლობის სფერო ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, რაც ხელს უწყობს ბიზნესპროცესების გამართულ მუშაობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ეს დღე შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართული საბანკო სისტემის ისტორია, შევაფასოთ განვლილი გზა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ფინანსური სისტემის მომავალს.