საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ყოველწლიური გლობალური მიკროსაფინანსო ფორუმი

17 მარტი, 2023

ყოველწლიური გლობალური მიკროსაფინანსო ფორუმი

16-17 მარტს, "ემბისი"-ს ფინანსურმა დირექტორმა - თათია ჯაჯანაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ პრაღაში გამართულ ყოველწლიურ გლობალურ მიკროსაფინანსო ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრებები გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებზე, საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ორდღიანი ფორუმი მოიცავდა ინდივიდუალურ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და ინტერაქტიულ სესიებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ფინანსები, გავლენის ინვესტიციები, ფინანსური ინკლუზია და მდგრადი განვითარება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ექსპერტები და მკვლევარები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სრაფად მზარდი სექტორის საუკეთესო მაგალითებს, ინოვაციურ მიდგომებსა და სიახლეებს.