ინფორმაცია აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
14 ნოემბერი, 2022

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი"-ს (ს/კ404967078)
აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
- აქციონერთა რიგგარეშე კრება მოწვეულია სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს მიერ;
- საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი - 404967078;
- საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
- კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო: კრება ჩატარდება 2022 წლის 9 დეკემბერს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე - თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
- აქციონერთა სააღრიცხვო დღე: 2022 წლის 2 დეკემბერი (აქციონერთა რიგგარეშე კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან).
- აქციონერთა კრების დღის წესრიგი:
- საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
- საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა.
კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს საზოგადოების დირექტორატს და:
- მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი;
- წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება.
სხდომაზე დამსწრე აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს კრების ჩატარების ადგილზე;
აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
წინამდებარე ინფორმაცია კრების მოწვევის შესახებ, გამოქვეყნებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე;
ასევე, წინამდებარე ინფორმაცია წესდების ახალ რედაქციასთან და სხვა დასამტკიცებელი დოკუმენტების პროექტებთან ერთად, გენერალური დირექტორის მიერ გაგზავნილია ყველა აქციონერისათვის პირადად, ელ. ფოსტის მეშვეობით.