საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ემბისი" გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა

20 თებერვალი, 2023

"ემბისი" გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა

"ემბისი" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა.

"ემბისი" პირველი კომპანიაა, რომელიც ფონდ "აქციო"-ს მხარდამჭერი დაფუძნებიდანვე გახდა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ და "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორმა, ეთო ჩაჩიბაიამ პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის მიხედვით, შემდგომი 5 წლის მანძილზე, "ემბისი" აქციოში 25 000$-ის ინვესტიციას განახორციელებს და სოციალური საწარმოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აქციო წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა.

გავლენის ფონდი #CSRDG-მ ევროკომისიისა და #EVPA-ს მხარდაჭერით 2022 წელს დააფუძნა, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისათვის" ფარგლებში.