საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა

1 აგვისტო, 2024

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურამდე გაიზარდა.

წამყვანმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Rating-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიური პერსპექტივით შეაფასა (Outlook Positive).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სარეიტინგო შეფასება, 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გასულ წელს „ემბისი“-ს საკრედიტო რეიტინგი B სტაბილური იყო.

კაპიტალის ადეკვატურობა, გაზრდილი მომგებიანობა, დივერსიფიცირებული დაფინანსების წყაროები და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით სფეროებში ჩადებული ინვესტიცია ის ძირითადი პარამეტრებია, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა „ემბისი“-ს სარეიტინგო შეფასების გაუმჯობესება.

ანგარიშში Scope-მა დადებითად შეაფასა „ემბისი“-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების შესახებ. Scope-ის აზრით, მიკრობანკის სტატუსთან დაკავშირებული მარეგულირებლის მოთხოვნები გააუმჯობესებს კომპანიის კაპიტალისა და რისკის მართვის შესაძლებლობებს, ამასთანავე, მისცემს წვდომას უფრო დიდ პოტენციურ ბაზარზე.