საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მემორანდუმი

30 აპრილი, 2025

მემორანდუმი

მიკრობანკ ემბისის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტების სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაზე.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და მათთვის საინტერესო სფეროში პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობის შექმნა.

თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ემბისის სტაჟირების მიმდინარე პროგრამებსა და ღია ვაკანსიებს, ასევე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია დასაქმების არსებული ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ.