საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ემბისიმ responsAbility Investments AG-სგან 6,5 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

20 ოქტომბერი, 2026

ემბისიმ responsAbility Investments AG-სგან 6,5 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

მიკრობანკმა ემბისიმ შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანია responsAbility Investments AG-სგან 6,5 მლნ ლარის არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი მოიზიდა.

მოზიდული ფინანსური რესურსი კომპანიას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი გახადოს დაფინანსების პირობები. ეს კი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ნიშნავს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით.

მიკრობანკი ემბისისა და responsAbility Investments AG-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემბისის მაღალ სანდოობას საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე. ასეთი მასშტაბის ინვესტორების ნდობა კომპანიისთვის საამაყოა, მომხმარებლისთვის კი - უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ნდობას ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ.

ემბისი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს წლიდან წლამდე აფართოვებს და აღრმავებს. 2025 წელს, კომპანიის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულმა სახსრებმა ჯამურად 54 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

responsAbility Investments AG შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც 2003 წლიდან ოპერირებს და მართავს 6 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს, რომლებიც ინვესტირებულია 70-მდე ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 280-ზე მეტი დასაქმებული მსოფლიოს გარშემო. დაფუძნების დღიდან დღემდე მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ჯამში 17,8 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. კომპანიის მისიაა შექმნას მდგრადი სამყარო, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობებზე წვდომა.