საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს ნაკრები ემბისიში

25 ნოემბერი, 2026

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს ნაკრები ემბისიში

ემბისიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია DWM (Developing World Markets)-სთან თანამშრომლობით ბოლო ორ თვეში 13 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება. შედეგად, მეწარმეები - მათ შორის რეგიონებში - გაუმჯობესებული საკრედიტო პირობებით, გაზრდილი ლიმიტებითა და გამარტივებული პროცედურებით შეძლებენ საქმიანობის განვითარებას.

„მოხარულები ვართ, რომ DWM-სთან წარმატებული პარტნიორობით მეწარმეებისთვის დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გავხდით. მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მოთხოვნებს და ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური სერვისები შევთავაზოთ. ამ მიზანს ემსახურება ემბისის ბოლოდროინდელი ცვლილებაც - კომპანიამ ახლახანს განაახლა ბიზნეს სესხების ნაკრები, დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი კი 500,000 ლარამდე გაზრდა“, - აცხადებს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავენ და გლობალურ კაპიტალზე აქვთ წვდომა. გია პეტრიაშვილის თქმით, მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ემბისის მთავარი პრიორიტეტია.

“სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები წარვუდგინეთ. ახალი შეთავაზებით ჩვენი მიზანია დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მეწარმეებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროში საქმიანობენ ან რა ტიპის შემოსავალი აქვთ - ფიქსირებული ხელფასი, ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გზავნილი, იჯარა თუ სხვა,” - ამბობს გია პეტრიაშვილი.

DWM გლობალური აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს კაპიტალისა და საინვესტიციო რესურსების ეფექტურად მოზიდვაში ეხმარება. 25 წლის განმავლობაში DWM-მა 70-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა ინვესტიციები.