ემბისიმ Enabling Qapital-ისგან 5 მლნ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდა
29 ოქტომბერი, 2026

მიკრობანკმა ემბისიმ შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანია Enabling Qapital-ისგან 5 მლნ ლარზე მეტი არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც სრულად ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული. მოზიდული სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდება. ეს ნაბიჯი ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი დაფინანსების პირობებით.
აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია ემბისის სტრატეგიულ განვითარებაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო პარტნიორების მაღალ ნდობას კომპანიის მართვის ხარისხისა და მდგრადობის მიმართ.
“მოხარული ვართ, რომ Enabling Qapital-თან წარმატებული პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დაფინანსების პირობები. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძალისხმევას, იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი ბანკი მომხმარებლისთვის,” - აცხადებს მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.
ემბისი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ფონდებთან პარტნიორობას. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავს და გლობალურ კაპიტალზე აქვს წვდომა.
Enabling Qapital შვეიცარიული აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც გლობალურად ახორციელებს ინვესტიციებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ემბისი საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და საქართველოში პირველი ლიცენზირებული მიკრობანკია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 18 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, 300-მდე თანამშრომელს ასაქმებს და იმ მცირერიცხოვან საფინანსო ორგანიზაციებს შორისაა, რომელსაც გლობალურ კაპიტალზე აქვს წვდომა (პარტნიორები: ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion, Enabling Qapital და სხვა).