პრო ბონო კონსულტაცია ასოციაცია "ანიკას"
1 ოქტომბერი, 2019

"ემბისი"-მ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ანიკას" პროფესიული პრო ბონო კონსულტაცია გაუწია.
კონსულტაციის მიზანი გახლდათ:
- ასოციაცია "ანიკას" შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა;
- ადამიანური რესურსების შეფასების ერთიანი სისტემის შექმნა;
- შრომითი უფლებების შესახებ ტრენინგის ჩატარება.
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" - პროექტის ფარგლებში: "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა".