საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგი ტურიზმის მხარდასაჭერად

16 ივლისი, 2019

ტრენინგი ტურიზმის მხარდასაჭერად

"ემბისი"-ს სოციალურმა საგანმანათლებლო პროექტმა - "ფინანსურმა მრჩეველმა", ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უფასო მასტერკლასები შესთავაზა.

მასტერკლასები ჩატარდა შემდეგ თემებზე:

✔ ინტერნეტ რეკლამის დაგეგმვა და სწორი სეგმენტაცია;
✔ სერვისის ხარისხი, როგორც კონკურენტული უპირატესობა;
✔ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია.

მასტერკლასებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეეძლო. შეხვედრები პრაქტიკული სიტუაციებისა და მაგალითების განხილვით - კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"ემბისი" სოლიდარობას უცხადებს იმ ფიზიკურ პირებს, თუ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურისტულ სეზონზე და არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, შესაძლოა, უაყროფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ საქმიანობაზე.