საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის

22 აპრილი, 2019

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის

#უთხარიარაპლასტმასს - ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის!

22 აპრილი დედამიწის დღეა. "ემბისი" გარემოს დაცვის მხარდასაჭერ მასშტაბურ აქტივობას უერთდება, რომლის მიზანი უკეთეს დედამიწაზე, უკეთეს გარემოზე ზრუნვაა.

კამპანიის ფარგლებში, "ემბისი" საზოგადოებრივ სივრცეებში - თბილისი მოლი, თბილისის მერია, შსს მომსახურების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა - პლასტმასს ქაღალდის ჯანმრთელი ჭიქებით ანაცვლებს. ქაღალდის ჭიქები განთავსდება კომპანიის სერვის ცენტრებშიც.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო თითქმის 50 წელია აღნიშნავს.