ვორქშოპი "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის
18 ოქტომბერი, 2019

17 ოქტომბერს, "ემბისი"-ს სათაო ოფისში თანამშრომლებისთვის ვორკშოპი ჩატარდა. ტრენინგის თემა გახლდათ: "თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში".
ვოქრშოპზე განხილული იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა:
- კორპორაციული პასუხისმგებლობის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპები;
- თანასწორი შესაძლებლობები, ინკლუზია და დისკრიმინაციის არარსებობა;
- სქესის, გენდერის და იდენტობის კლასიფიკაცია;
- გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა;
- გენდერული დისბალანსის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები ორგანიზაციებში;
- კორპორატიული პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის ჭრილში.
ტრენინგს უძღვებოდა "ემბისი"-ს CSR კონსულტანტი, თამთა ასლანიშვილი.