ზუგდიდის სერვის ცენტრის მისამართის ცვლილება
3 ივნისი, 2024

ზუგდიდში "ემბისი"-ის სერვის ცენტრმა მისამართი შეიცვალა. 3 ივნისიდან, მომსახურების მიღება ახალ ლოკაციაზე - განახლებულ, კიდევ უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გარემოშია შესაძლებელი.
სერვის ცენტრის ახალი მისამართია: კოსტავას #36
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, "ემბისი" ქვეყნის მასშტაბით 17 ფილიალს ფლობს.
ზუგდიდის სერვის ცენტრს მომხმარებლებთან წამატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს.