საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანგარიშები

ანგარიშები

მართეთ ფინანსები საღი აზრით

მიმდინარე ანგარიში სარგებლის დარიცხვით

ფინანსების მართვა განსაკუთრებით კომფორტული მაშინ არის, როცა თანხაზე შეუზღუდავი წვდომა გაქვთ და ამავდროულად ყოველდღიურ სარგებელსაც იღებთ.

ემბისის მიმდინარე ანგარიში სარგებლის დარიცხვის პირობით გაძლევთ შესაძლებლობას, გახსნათ ანგარიში ნებისმიერი თანხით მომსახურების საკომისიოს გარეშე.

გადაიაზრეთ და აირჩიეთ უკეთესი პირობები.

მიმდინარე ანგარიში სარგებლის დარიცხვით

მიმდინარე ანგარიში

ყოველდღიური გადახდების განხორციელება, ფულადი სახსრების აღრიცხვა და ფინანსების დაგეგმვა მოითხოვს საიმედო ინსტრუმენტს.

ემბისის მიმდინარე ანგარიში შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ მოგცეთ სრული თავისუფლება, განკარგოთ თანხები მარტივად და გამჭვირვალედ.

ემბისიში შეგიძლიათ გახსნათ ერთი ან რამდენიმე მიმდინარე ანგარიში სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ისინი საღი აზრის პრინციპებზე დაყრდნობით.

მიმდინარე ანგარიში