მეთოდოლოგიის სპეციალისტი
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან ახალი ან მოქმედი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და სისტემატიზაცია;
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შიდა სამართლებრივი აქტების, მათ შორის, დებულებების, წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
დოკუმენტების აკადემიურად გამართული, მკაფიო, თანმიმდევრული და იურიდიულად სწორი ფორმით ჩამოყალიბება;
შიდა სამართლებრივი აქტების მიკრობანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, არსებული დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დოკუმენტების შეთანხმების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დოკუმენტების კორექტირება და საბოლოო რედაქციის მომზადება;
დოკუმენტების ერთიანი სტრუქტურის, ტერმინოლოგიისა და სტილისტიკური სტანდარტების დაცვა;
შიდასამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებისათვის განმარტებითი, სასწავლო და საინფორმაციო მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით;
ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
შიდა სამართლებრივი აქტების, პროცედურების, ინსტრუქციების ან სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
საბანკო რეგულაციების ცოდნა;
საჭირო უნარები:
სამართლებრივი და ანალიტიკური აზროვნება;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობისა და დასაბუთებული პროფესიული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.