საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიკრო სესხების ბანკირი - თბილისი

თბილისიბოლო ვადა : 20.10.26

აღწერა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;

  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;

  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;

  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;

  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;

  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;

  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;

  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;

  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;

  • მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულიად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.