მიკრო სესხების ბანკირი - მარნეული
აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულიად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.