მოლარე - ლაგოდეხი
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სალარო ოპერაციების წარმოება;
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის დათვლა, შემოწმება და შენახვა;
სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
არასაკრედიტო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა, გეგმის შესრულება;
არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკანსაციის განხორციელება;
სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;
რეგულარული რეპორტინგი სალაროს საქმიანობაზე;
საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის ეფექტური მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.