საბანკო მრჩეველი - მარნეული
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკრედიტო და არასაკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკის განხრით;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.