საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოლარე - თბილისი

თბილისიბოლო ვადა : 21.10.26

აღწერა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების წარმოება;

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის დათვლა, შემოწმება და შენახვა;

  • სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;

  • არასაკრედიტო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა, გეგმის შესრულება;

  • არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკანსაციის განხორციელება;

  • სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;

  • მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;

  • სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;

  • რეგულარული რეპორტინგი სალაროს საქმიანობაზე;

  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.