რეკრუტინგის სპეციალისტი
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბანკში არსებული თანამშრომელთა შერჩევის ინსტრუქციის შესაბამისად, რეკრუტინგის პროცესის მართვა;
ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია, ვაკანტურ პოზიციებზე არსებული საჭიროებების განსაზღვრისა და ეფექტიანი შერჩევის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით;
ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა, მათ შორის ვაკანსიების განთავსება დასაქმების შესაბამის პლატფორმებზე და კანდიდატთა მონაცემების HR რეკრუტინგის პლატფორმაში დამუშავება/განახლება;
კანდიდატების მოძიება, მათ შორის აქტიური ძიებისა (Headhunting) და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების პირველადი გადარჩევა წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების შესაბამისად;
კანდიდატებთან სატელეფონო ან ონლაინ ფორმატში პირველადი გასაუბრების (სკრინინგის) ჩატარება;
კანდიდატებთან გასაუბრებების ორგანიზება და შერჩევის პროცესის შესაბამისი ეტაპების ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა;
კანდიდატებისთვის შერჩევის შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება ზეპირი და წერილობითი ფორმით;
შერჩეული კანდიდატებისთვის სამუშაო შეთავაზების ოფიციალური დოკუმენტის მომზადება;
შიდა რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;
ბანკის, როგორც დამსაქმებლის, პოზიტიური იმიჯის წარმოჩენისა და დამსაქმებლის ბრენდის განვითარების მიზნით დასაქმების ფორუმებსა და შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშგებების მომზადება (ვაკანსიების სტატუსი, კანდიდატთა რაოდენობა, შერჩევის პროცესის მიმდინარეობა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
ფინანსური ორგანიზაციების ბაზრის ცოდნა;
რეკრუტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ცოდნა;
რეკრუტინგის სრული ციკლის ცოდნა და დაქირავების პროცესის მართვა;
ინტერვიუს ჩატარების მეთოდების ცოდნა;
Linkedin-ის მომხმარებლის დონეზე ფლობა;
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით, სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
ორგანიზატორული თვისებები;
კომუნიკაბელურობა;
წერილობითი და ზეპირი ფორმით საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი;
პრეზენტაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კოლეგიალურობა, გუნდურობა;
სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
დროის მართვის უნარი.