საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ავტოსესხებთან დაკავშირებული საკრედიტო განაცხადების განხილვა და საკრედიტო რისკების შეფასება;
ავტომობილის ღირებულების, ტექნიკური მდგომარეობის და უზრუნველყოფის ხარისხის შეფასება;
საკრედიტო რისკების ლიმიტების დაცვის კონტროლი და დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
ავტოსესხების გაცემასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
ავტოსესხების საკრედიტო პროცესის გაუმჯობესებაში და შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
საფინანსო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საბანკო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
საკრედიტო მიმართულებით ზოგადი ცოდნა;
ავტოსესხების სპეციფიკის ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.