სატელეფონო და დისტანციური მომსახურების სპეციალისტი
აღწერა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება, პროდუქტებსა და პროცედურებზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება;
ჩატში, ელ. ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი;
მომხმარებელთა კმაყოფილების/ლოიალურობის, ასევე მიკრობანკის პროდუქტებზე კვლევების წარმოება;
მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მოტივირება;
მომხმარებელთა პრეტენზიების სწორად დაფიქსირება და შესაბამის პირებთან გაგზავნა;
სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის სწორად დაფიქსირება და დავალებების გადამისამართება;
საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
განვითრების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება;
ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
MS Office პროგრამების ცოდნა;
გამართული წერისა და მეტყველების, კარგი კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის უნარი;
დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.