ბავშვობის გატაცებიდან საკუთარ მეურნეობამდე
30 სექტემბერი, 2026

გიორგი ქოროღლიშვილი წავკისში მცირე მეურნეობას უძღვება. ის იმ მეწარმეთაგან ერთ-ერთია, ვინც ყოველდღიური შრომის პარალელურად საკუთარი დანაზოგის მართვის უკეთესი გზა აირჩია და ეს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობად აქცია.
გიორგის დღე ადრიანად იწყება. საქონლის მოვლა და ყვავილებზე ზრუნვა მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ამ საქმეში ერთი რამ გადამწყვეტია - ყოველდღიური შრომა და განვითარება. შედეგი მხოლოდ დროს, მოთმინებასა და სწორ გადაწყვეტილებებს მოაქვს“, - ამბობს ის.
მეწარმეობის პარალელურად გიორგი სპორტის მასწავლებლად მუშაობს. მოსწავლეებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება მისი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს, დრო ოჯახთან ერთად გაატაროს. ამბობს, რომ სწორედ ეს ეხმარება, ყოველდღიური საქმეების შემდეგ ძალები აღიდგინოს და ახალი ენერგიით შეხვდეს მომდევნო დღეს.
მეურნეობის ზრდასთან ერთად, თანხის დაგროვებაზეც დაიწყო ფიქრი. მალევე მიხვდა, რომ თანხის უბრალოდ შენახვა საკმარისი არ იყო - დანაზოგს მისთვის დამატებითი შემოსავალი უნდა მოეტანა. პირობები დეტალურად შეადარა და არჩევანი ემბისის ანაბარზე შეაჩერა.
„სადაც ჩემი თანხა არა მხოლოდ ინახება, არამედ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება და რეალურ სარგებელს მაძლევს“, - ამბობს ის.
ანაბრიდან მიღებული შემოსავალი, გიორგისთვის ნიშნავს მეტ შესაძლებლობას გაზარდოს საქმე, რომელიც ბავშვობიდან უყვარს - გააშენოს მეტი ყვავილი, გაზარდოს მეტი საქონელი და ეტაპობრივად გააფართოვოს მეურნეობა.
როგორც თავად აღნიშნავს, ბიზნესის მართვისას, აუცილებელია ზურგს სანდო ფინანსური პარტნიორი გიმაგრებდეს, სადაც მომსახურება სწრაფი, გამჭვირვალე და ადამიანურია.
„ჯერ სანამ მეც პატარა მეწარმე ვარ, მიკრობანკთან მირჩევნია თანამშრომლობა - გარდა იმისა, რომ პირობებიც უკეთესი და ჩემზე მორგებულია, უფრო კომფორტულად და ადამიანურადაც ვგრძნობ თავს.“
დღეს გიორგი დარწმუნებულია, რომ მისი ყოველდღიური შრომა და დანაზოგი ერთ მიზანს ემსახურება და ბიზნესის განვითარების ამ გზაზე ნებისმიერ შესაძლებლობასა თუ გამოწვევას მზად დახვდება. მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წარმატებული ბიზნესი ყოველდღიურ შრომასთან ერთად, სწორად მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებებით იქმნება.
გადაიაზრე და გაიგე მეტი ემბისის ანაბარზე.