ფინანსური სიმშვიდე ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია
9 სექტემბერი, 2026

ნაირა ქუჩულორია მიკრობანკი ემბისის დიდი ხნის მეგობარია. ის იმ პენსიონერთა შორისაა, ვინც არ შეუშინდა ჩვეული მიდგომების გადააზრებას და საკუთარი დანაზოგის მართვის უკეთესი გზა აირჩია.
მისი ყოველდღიურობა მშვიდი და მოწესრიგებულია - დღეებს საოჯახო საქმეებს, წიგნების კითხვას, საყვარელი ყვავილების მოვლასა და ბასტერთან, მის ძაღლთან, ერთად სეირნობას უთმობს, რომელიც „უკვე 15 წლისაა და ისევ ყოჩაღადაა.“ ნაირა ღიმილით ჰყვება, რომ ყვავილებს ყოველდღე ელაპარაკება, ეფერება და დარწმუნებულია - ყურადღებასა და მზრუნველობას ისინიც გრძნობენ.
ნაირა მთელი ცხოვრება ნიადაგმცოდნეობისა და ლაქ-საღებავების სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობდა. სწორედ ამ წლების განმავლობაში შესრულებულმა საქმემ ასწავლა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი შედეგი დიდი შრომითა და თანმიმდევრულობით მიიღწევა.
"ეს სამუშაო სიზუსტეს, მოთმინებასა და ერთგულებას მოითხოვდა, ისევე, როგორც ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ღირებულია“, - იხსენებს ღიმილით.
პენსიაზე გასვლის შემდეგ მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა და საკუთარ ყოველდღიურობასაც ახლებურად შეხედა. როგორც ბევრი ადამიანი, ისიც წლების განმავლობაში დანაზოგს სახლში ინახავდა - ეს ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილებად მიაჩნდა.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა შვილმა მიკრობანკი ემბისი ურჩია. თავდაპირველად გადაწყვეტილებას სიფრთხილით შეხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პირობებს გაეცნო და გაიგო, რომ ანაბრები სრულად დაზღვეულია, გადაწყვიტა წლების განმავლობაში არსებული მიდგომა შეეცვალა.
"რადიოშიც მოვისმინე, რომ ყველა ანაბარი დაზღვეულია კანონით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და დამატებით შემოსავალსაც მივიღებდი. გადავწყვიტე ანაბარი გამეხსნა და ჩემი მცირე დანაზოგი შემენახა."
მაშინ, როცა ქართველი პენსიონერისთვის ფინანსური სიმშვიდე ხშირად მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დაფარვას გულისხმობს, ნაირასთვის, ანაბრიდან მიღებული სარგებელი მეტი თავისუფლებისა და სოციალურად აქტიური ცხოვრების წყაროდ იქცა.
"ანაბრიდან მიღებული შემოსავალი მაძლევს შესაძლებლობას, უფრო აქტიური, საინტერესო ყოველდღიურობა მქონდეს და საკუთარ თავსაც მეტად ვასიამოვნო. ჩემს ანაბარს სულ ცოტა ხანში გასდის ვადა და მე უკვე ზუსტად ვიცი, რომელ შვილსა და შვილიშვილს რას ვაჩუქებ. ყველაზე დიდ ბედნიერებას ხომ მათი გახარება მანიჭებს."
ნაირა უკვე რამდენიმე თვეა მიკრობანკი ემბისის მომხმარებელია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიმშვიდის განცდას აფასებს - იმის ცოდნას, რომ მისი დანაზოგი დაცულია, იზრდება და სანდო ადგილას ინახება.
“ემბისიდან ხშირად მეკონტაქტებიან, ყველა სიახლეს მატყობინებენ. ასეთი ადამიანური და გულისხმიერი დამოკიდებულება დღეს იშვიათია.”
ნაირას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფინანსური სიმშვიდე ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. მისი ისტორია ბევრისთვის შეიძლება ნაცნობიც იყოს და შთამაგონებელიც, რადგან უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად ცვლილებები არასოდეს არის გვიანი.
გადაიაზრე და გაიგე მეტი ემბისის ანაბარზე.