ბიზნეს სესხი ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფით დისტანციურად
25 ნოემბერი, 2026

საქმიანობის განვითარებასთან ერთად მეწარმეების ფინანსური საჭიროებებიც იზრდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები და უფრო მასშტაბური გეგმები. მზარდ მოთხოვნებზე პასუხად, ბიზნეს სესხების ნაკრებში მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფილ ბიზნეს სესხს გთავაზობთ - 100,000 ლარამდე ლიმიტით, გაუმჯობესებული პირობებითა და დისტანციური მომსახურებით.
რასაც არ უნდა საქმიანობდეთ - ფლობთ აგრომეურნეობას, საოჯახო ბიზნესს, მუშაობთ როგორც რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი თუ ეწევით ნებისმიერ პროფესიულ კერძო საქმიანობას - ემბისიში თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ. ამასთან, ვითვალისწინებთ შემოსავლის სხვადასხვა წყაროებს - იქნება ეს ბიზნესის ბრუნვა, ხელფასი, კერძო საქმიანობა, გზავნილი, იჯარა თუ სხვა - რაც ზედმეტი ბიუროკრატიისა და გეუგებარი პირობების გარეშე საჭირო ფინანსური რესურსის მიღების საშუალებას გაძლევთ.
ემბისიში მიგვაჩნია, რომ მეწარმესთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ, განაცხადის შევსება და ყველა საჭირო დოკუმენტის ატვირთვა ნებისმიერი ადგილიდან, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, ხოლო საქმიანობის დადასტურება ვიდეოზარის მეშვეობით დისტანციურად შეგიძლიათ, მომსახურების ცენტრში ვიზიტისთვის დროის დახარჯვის გარეშე.
ამასთან, დისტანციური მომსახურების არჩევა ემბისიში ფინანსურადაც უფრო მომგებიანია - ასეთ შემთხვევაში ბიზნეს სესხის მიღება რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეგიძლიათ. „ამგვარად, მეწარმე არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ დაფინანსების ხარჯსაც შეამცირებს,“ - ამბობს ემბისის კომერციული დირექტორი, გიორგი ღვალაძე.
ემბისიში ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფით 100,000 ლარამდე ბიზნეს სესხის არსებობა მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვისაც, ვისაც უკეთესი პირობების მისაღებად სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან დისტანციურად სურს პორტირება, ან ვალდებულებების გაერთიანება პირობების გაუმჯობესების მიზნით. რაც მთავარია - მარტივად, გამჭვირვალედ, ადამიანურად - ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
“ემბისის განვითარების უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ზრუნავს ისეთი მოქნილი გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რომლებიც მომხმარებლისთვის პროდუქტებით სარგებლობას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს გახდის,” - აღნიშნავს გიორგი ღვალაძე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისიდან ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები წარვუდგინეთ, რომელიც გაუმჯობესებულ საკრედიტო პირობებს, გამარტივებულ პროცედურებსა და გაზრდილ ლიმიტებს აერთიანებს 500,000 ლარამდე. სესხების მიღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე, უძრავი ქონების უზრუნველყოფით და ახლა უკვე ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფითაც.
გაიგეთ მეტი ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხის შესახებ.