
იპოთეკური სესხი
იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შეძენა, აშენება ან კაპიტალური რემონტი ბევრად მარტივია, როცა გვერდით ისეთი ფინანსური პარტნიორი გყავთ, რომელიც გიცნობთ და თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. ემბისიში გაქვთ შესაძლებლობა მოითხოვოთ 300,000 ლარამდე იპოთეკური სესხი, 120 თვემდე ვადით. ჩვენი მიდგომა სრულად არის ორიენტირებული სწრაფ, ნაკლებად ბიუროკრატიულ და ადამიანურ პროცედურებზე, ხოლო დაფინანსება განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.
ბევრი ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხი სირთულეა. მაგრამ ხშირად სირთულე მხოლოდ აღქმაშია. გადაიაზრეთ და სცადეთ ემბისიში.
