საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა მიკრობანკ ემბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის საამაყო მიმართულებაა. ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებაში, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების პრაქტიკაში განხორციელებაში ეხმარება.

ჩვენ ვუჭერთ მხარს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ინიციატივებს და თავადაც ვქმნით განვითარების შესაძლებლობებს.

ახალგაზრდებთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფინანსური განათლება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუსთან“ თანამშრომლობით, ვმონაწილეობთ ინიციატივებში, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფინანსური საკითხების უკეთ გააზრებაში ეხმარება.

ახალგაზრდების მხარდაჭერა მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარი იდეების განვითარებისა და წარდგენის შესაძლებლობაც ჰქონდეთ. ამ მიმართულებით ემბისი სხვადასხვა ახალგაზრდული კონკურსისა და ინიციატივის მხარდამჭერია.

ახალგაზრდებისთვის პირველი პროფესიული გამოცდილების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MBC-ის სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს ანაზღაურებად პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს მიკრობანკის სათავო ოფისსა და მომსახურების ცენტრებში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროგრამა მხოლოდ პირველ სამუშაო გამოცდილებას არ გულისხმობს: დასრულების შემდეგ მონაწილეებს ემბისიში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ. ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის.

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული შესაძლებლობა ერთჯერად გამოცდილებად არ დარჩეს. გვინდა, ცოდნამ ახალი იდეები გააჩინოს, იდეამ მოქმედების შესაძლებლობა შექმნას, ხოლო მიღებულმა გამოცდილებამ ახალგაზრდებს საკუთარი გზის გადააზრებაში დაეხმაროს.