
ქალების მხარდაჭერა
ქალების მხარდაჭერა

თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ქალთა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერასაც გულისხმობს. ჩვენთვის ეს ნიშნავს ქალებისთვის ცოდნის, განვითარების, საკუთარი ბიზნესის წარმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას, ასევე ისეთი სამუშაო გარემოს მხარდაჭერას, სადაც ქალებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ.
მიკრობანკი ემბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერია და 2018 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს ამ პრინციპების განხორციელებას როგორც საკუთარ საქმიანობაში, ისე საქმიანობის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის წევრების 60%-ზე მეტი ქალია, ხოლო მენეჯერულ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების წარმომადგენლობა თანაბარია.
ამასთან, ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 35% ქალია. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი მიზეზია, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქალებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. ამ მიმართულებით ემბისი ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივას, მათ შორის საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და ვორქშოფებს, მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაციას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ა.შ.
ქალების გაძლიერება ჩვენთვის ასევე ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და უსაფრთხოება ყოველდღიური სამუშაო კულტურის ნაწილია. ამ მიზნით, მიკრობანკში მოქმედებს დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა, რომელიც შესაბამისი შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს განსაზღვრავს.
2025 წელს WEPs-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ემბისის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გრძელვადიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდოც გადაეცა. აღიარება, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის გაგრძელების კიდევ ერთი მოტივაციაა.
ქალების გაძლიერებით, გვსურს ხელი შევუწყოთ შესაძლებლობების ახალი პერსპექტივით დანახვას და დამკვიდრებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების გადააზრებას. გვჯერა, რომ როდესაც ქალებს ვაძლევთ განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გადაწყვეტილებების მიღების სივრცეს, ამით ვქმნით არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ უფრო ფართო და მდგრად შესაძლებლობებს საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის.

