
კორპორაციული მოხალისეობა
კორპორაციული მოხალისეობა

ემბისისთვის პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის სწორად შესრულებას არ ნიშნავს. გვჯერა, რომ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული მაშინ ხდება, როცა სხვებისთვის სასარგებლო ცვლილების შექმნას ემსახურება. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჩვენი კორპორაციული მოხალისეობის მიმართულებაც.
ემბისის თანამშრომლები პროფესიული ცოდნითა და უნარებით მხარს უჭერენ სოციალურ საწარმოებს, სათემო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინიციატივებს. ეს არის შესაძლებლობა, გამოცდილება გავუზიაროთ მათ, ვისაც განვითარებისთვის დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება: ტრენინგის, კონსულტაციის, მარკეტინგული და საკომუნიკაციო დახმარების, დიზაინის ან სხვა პროფესიული რესურსის სახით.
ემბისი 2018 წლიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია და არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. თანამშრომლების ჩართულობა სხვადასხვა ფორმას იღებს: სათემო ორგანიზაციების ლიდერებისთვის MS Excel-ის ტრენინგის ჩატარება, სოციალური საწარმოსთვის ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნა, ახალგაზრდული ცენტრისთვის პრეზენტაციის შემუშავებაში დახმარება და სოციალური ორგანიზაციებისთვის საკომუნიკაციო კამპანიების მომზადება.
ამ ჩართულობის მაგალითია გრაფიკული დიზაინერი მარი პაპუაშვილი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში პრო ბონო პროექტებს დაახლოებით 100 საათი დაუთმო და „პრო ბონო ჩემპიონი 2023“-ის ჯილდო მიიღო.
ჩვენთვის თითოეული ასეთი ინიციატივა არის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა. თანამშრომელი საკუთარ ცოდნას სხვებს უზიარებს, თავად კი ახალ გამოცდილებას იღებს.
კორპორაციული მოხალისეობა ჩვენი გუნდის წევრებისთვის ნიშნავს, გადაიაზრო საკუთარი შესაძლებლობები ახალი პერსპექტივით, დაინახო, როგორ შეიძლება შენი ცოდნა სხვებისთვის ღირებულებად იქცეს და პროფესიული გამოცდილება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმედ გარდაქმნა.

