საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფინანსური განათლების ხელშეწყობა

ფინანსური განათლების ხელშეწყობა

გვჯერა, რომ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლის საფუძველია.

ფინანსური განათლების ხელშეწყობა

მიკრობანკისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ვზრუნავთ ფინანსური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე როგორც ჩვენს მომხმარებლებთან, ისე ფართო საზოგადოებაში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა ადამიანებს ეხმარება, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები, უკეთ დაგეგმონ საკუთარი ფინანსები და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდების ფინანსურ განათლებას. ვახორციელებთ ინიციატივებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა მათ ადრეული ასაკიდან განივითარონ პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის უნარები, უკეთ გაიაზრონ ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და შეიძინონ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ცოდნა.

ფინანსური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუსთან“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიკრობანკი მონაწილეობს ფინანსური განათლების ხელშეწყობის სხვადასხვა ინიციატივაში და ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოების ფინანსური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზეც აღინიშნა. ემბისი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია. მიკრობანკის პროექტმა „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში, SDG 4-ის 2023 წელს „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციაში გაიმარჯვა.